ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ხორციელდება

ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის მორიგი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა – კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

“12,4 კილომეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას 11 949 999 ლარი მოხმარდება.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 20 თვეში უნდა დასრულდეს.

გზის აღნიშნული 12.4-კილომეტრიანი მონაკვეთი შეურთდება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის იმ 10 კილომეტრიან მონაკვეთს, რომლის რეაბილიტაციაც უკვე განხორციელდა.

სამუშაოებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ახორციელებს”-ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები