საპატიო ქუთაისელის წოდება სამმა მოქალქემ მიიღო
ქუთაისის მერიაში საპატიო და ღვაწლმოსილი ქუთაისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლმა დავით ერემეიშვილმა და ექიმმა დიმიტრი მხეიძემ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები ღირსეულ თანაქალაქელებს გადასცეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” ქუთაისის მერიიდან აცნობეს, პატივგების კომისიის გადაწყვეტილებით “საპატიო ქუთაისელის“ წოდება სამ მოქალაქეს, პროფესორ-ჰემატოლოგ, მედეა კვარაცხელიას, ღვაწლმოსილ ტრანსპორტელსა და საზოგადო მოღვაწეს, გურამ ჯავახაძეს და ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის სასწავლო ნაწილის გამგეს მერაბ გრიგოლაშვილს გადასცეს.
“ჩემთვის დიდი პატივია ამ წოდების მინიჭება. ძალიან საპასუხისმგებლო მისიაა და მინდა მადლობა გადავუხადო კომისიას, იმისთვის რომ არჩევანი ჩემზე გააკეთეს. ალბათ ქალაქმა დამიფასა ჩემი ღვაწლი და მადლობა ამისთვის თითოეულ მათგანს. მზად ვარ მთელი დარჩენილი ცხოვრება ვემსახურები მედიცინას და რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინო”,- განაცხადა მედეა კვარაცხელიამ.
ქუთაისის მერიის ორგანიზებით საპატიო და ღვაწლმოსილი ქუთაისელის დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად იმართება.