ვარძიაში “ევროპული არდადეგები” ჩატარდა

პროექტის “ევროპულ არდადეგები” მორიგი ღონისძიება ვარძიაში ჩატარდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ ფარგლებში, 28 ივლისს 11:45 საათზე ვარძიაში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდება.

ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია მიესალმებიან.
სემინარები შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს მიიღონ მეტი ინფორმაცია დასავლური ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.

ცნობისთვის, სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცემათ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათი ჩართულობის ზრდა აღნიშნულ პროცესებში და საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.

შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროექტში 300-მდე დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები