ალექსანდრე მოწერელია 1 აგვისტოდან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტს აღარ დაიკავებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ პოსტიდან გადადგომის შესახებ წერილი დაწერა. მოწერელიას უფლებამოსილება პირველი აგვისტოდან შეუწყდება. ახალი გუბერნატორის შერჩევამდე პოსტს მისი პირველი მოადგილე – მალხაზ თორია დაიკავებს.

ალექსანდრე მოწერელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობის 2 წლის ანგარიში წარადგინა. სახელმწიფო რწმუნებულმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რაც 2 წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელდა. მოწერელიას განცხადებით, მისი გუბერნატორობის პერიოდში რეგიონში 3 000-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

ცნობისთვის, ალექსანდრე მოწერელია “ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც შერეული სისტემით 120/30-ზე ჩატარდება, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები