„ჩვენთვის ცნობილია იმ კოლოსალური სამუშაოს შესახებ, რომელსაც ჭიათურის გარემოს დაცვის პრობლემების გადასაჭრელად ახორციელებთ“ – მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციის წერილი „ჯორჯიან მანგანეზს“
მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციის (მსეფ) პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველ ნიკოლოზ ჩიქოვანს ოფიციალური წერილით მადლობა გადაუხადეს. წერილი ბოლო საინფორმაციო ანგარიშების საფუძველზე მომზადდა, რომლებიც წარმოდგენილი იყო უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ.
„ჩვენ დადებითად ვაფასებთ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დამოკიდებულებას, როგორც გარემოსდაცვითი, სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური, შრომითი და სამართლებრივი საკითხების მიმართ,“ – აღნიშნულია წერილში.
მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიულმა ფედერაციამ ასევე დადებითად შეაფასა კომპანიის დამოკიდებულება, როგორც გარემოსდაცვითი, სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური, შრომითი და სამართლებრივი საკითხების მიმართ.
„პატივცემულო, ბატონო ნიკოლოზ!
„გაცნობებთ, რომ მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციის (IEMF) წევრები არიან 56 პროფესიული კავშირი, რომლებიც წარმოადგენენ 15 მილიონზე მეტ დასაქმებულ მუშაკს ევრაზიის კონტინენტის 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორისაა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი.
სოციალური დიალოგისა და შრომის სტანდარტების განვითარების მიზნით, IEMF რეგულარულად ახორციელებს ფართომასშტაბიან სასწავლო პროგრამებს, ატარებს კონფერენციებსა და სიმპოზიუმებს, ქმნის საერთაშორისო პლატფორმებს და კოორდინაციას უწევს წევრი ორგანიზაციების გამოცდილების გაცვლის პროცესებს – რეგულარულად იღებს ინფორმაციას წევრი ორგანიზაციებისგან და შემდგომი რეაგირების მიზნით, აწარმოებს მიღებული ინფორმაციის ღრმა ანალიზს.
ჩვენ ამ წერილს გწერთ ბოლო საინფორმაციო ანგარიშების საფუძველზე, რომლებიც წარმოდგენილი იყო უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ.
ჩვენ დადებითად ვაფასებთ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დამოკიდებულებას, როგორც გარემოსდაცვითი, სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური, შრომითი და სამართლებრივი საკითხების მიმართ.
ჩვენთვის ცნობილია იმ კოლოსალური სამუშაოს შესახებ, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ქალაქ ჭიათურის გარემოს დაცვის პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენ ყველაფერი ვიცით თქვენს მიერ დანერგილი ახალი ტექნოლოგიებისა და საწარმოს განვითარების დადებითი გეგმების შესახებ.
ჩვენ ასევე დეტალურად ვართ ინფორმირებულნი იმის შესახებ, თუ რა მოცულობის სამუშაოები ჩატარდა თქვენ მიერ ჭიათურელი მაღაროელების და ზესტაფონელი მეტალურგების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ჩვენ ვიცნობთ შპს “ჯეორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის გაფორმებულ კოლექტიურ ხელშეკრულებებს და მაღალი სტანდარტის ყველა შეთანხმებას, რომლებსაც თქვენ აღწევთ პროფკავშირთან რეგულარული კომუნიკაციისა და შრომის საკითხებისადმი თქვენი სწორი დამოკიდებულების გზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მადლობას გიხდით წევრ ორგანიზაციასთან – საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირთან ღირსეული სოციალური პარტნიორობისთვის. გისურვებთ წარმატებებს და ბიზნესის სტაბილურობას.“ – ნათქვამია წერილში.
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ დადებითი შეფასებები და მადლობის წერილი გასულ კვირას შვეიცარული ორგანიზაცია IndustriALL Global Union-ისგანაც მიიღო.
ორგანიზაციის პრეზიდენტის და მისი მდივნის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში შეფასებები „ჯორჯიან მანგანეზის“ ბოლო სამი წლის საქმიანობის, დასაქმებულების შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესების, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების კუთხით გაკეთდა.
IndustriALL Global Union-ი, რომლის სათაო ოფისიც ჟენევაშია, სამთო, ენერგეტიკისა და წარმოების მრეწველობის დარგებიდან 140 ქვეყანაში 50 მილიონზე მეტ მუშაკს აერთიანებს.