საჩხერეში საირხისა და კალვათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების საირხისა და კალვათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საჩხერის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის რეაბილიტირებულია გზის 500 მეტრამდე მონაკვეთი. აღნიშნული გზის კეთიმოწყობის გაგრძელება მომავალ წელს იგეგმება.

ახლადდაგებული გზა მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა, თანმხლებ პირებთან ერთად,  მოინახულეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები