ყარაჯალარში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსი გამოკვლეული  251 პირიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გარდაბნის მერიაში განუცხადეს.

მათი თქმით, მუნიციპალიტეტის მაშტაბით, მოსახლეობის გამოკვლევა და საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.

“251 ტესტის პასუხს ველოდებოდით, მათგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა სოფელ ყარაჯალარიდან. ჯამში გვყავს გარდაბნის მუნიციპალიტეტში 51 ინფიცირებული, მათგან 31 არის ყარაჯალარიდან”, – განაცხადეს მერიაში.

ცნობისთვს, ჯამში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 51 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები