დედოფლისწყაროში ორ მოზარდს ეძებენ

დედოფლისწყაროში 2 მოზარდს ეძებენ. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ბავშვები მეზობლები არიან და გუშინ დაიკარგნენ. ოჯახის ახლობლის თქმით, ორივე გუშინ დილით გავიდა სახლიდან და ამ დრომდე არ დაბრუნებულან.

“ორივე გუშინ დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის აღარ უნახავს. მთელი ღამეა ვეძებთ ბავშვებს. მეორე ბავშვს, რომელიც ცოტა უფროსია, უთქვამს თბილისში , ბიძასთან უნდა წავიდეო, მაგრამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ამბობენ, რომ მოზარდები მათ თბილისში არ წაუყვანიათ”, – განაცხადა მაია ალბუთაშვილმა.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ბავშვებს ოჯახის წევრებთან არანაირი უთანხმოება არ მოსვლიათ და პოლიცია საქმის ვითარებას ადგილზე სწავლობს.

”რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით დეტალებს არკვევენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები