ხაშურში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ ხაშურში არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეს სახერხი საამქრო, 38 წიწვოვანი სახეობის მორი და 2 კუბურ მეტრზე მეტი ფიცარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სახერხი დანადგარი დალუქეს. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.