კახეთში, ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ერთერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს. საქმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, ყალბი დოკუმენტების დამზადება – გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების დაუფლებას ეხება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა, კახეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით საბავშვო ბაღის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო ქონებას – 7 303 ლარის ოდენობით.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.