დუშეთის პირველ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
დუშეთის მუნიციპალიტეტის ნომერ პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს
მათი ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას სახელობის ისტორიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამორტიზებულია, ხუთასამდე მოსწავლე სწავლობს.
“სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოსწავლეებს დუშეთის ნომერ მეორე სკოლაში გაივლიან სასწავლო პროცესს.
კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები გათვალისწინებულ ვადებში, 365 დღეში უნდა დაასრულოს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 868 848 ლარია,შენობას რეაბილიტაციო როგორც შიდა ისე გარე ნაწილშიც ჩაუტარდება.
პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითრების ფონდიდან დაფინანსდება. სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარით და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.