“ელექტროენერგია აღდგა, გზები გაიწმინდა, მიმდინარეობს სხვა სამუშაოებიც“- ლენტეხის სოფლები ჩვეულ რიტმს უბრუნდება

სტიქიის დღის ბოლოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. „რეგიონული კვირა“ დღის დასასრულს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს ბადრი ლიპარტელიანს ესაუბრა, როგორც მერი აცხადებს, მთელი დღის მანძილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შეწყვეტილა.
„ხუთივე სოფელში, სადაც დაზიანდა მაღალი ძაბვის ხაზები, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება, გაიწმინდა დაზიანებული შიდასასოფლო გზების უმეტესი ნაწილი, ამ წუთებშიც, ტრაქტორი მუშაობს სოფელ ხოფურში, გვიმრალაში, სადაც სახლის სახურავი იყო მოხდილი, დავეხმარეთ საჭირო მასალებით,მიმდინარეობს და ამ ღამესვე დასრულდება სახლის გადახურვის სამუშაოები, კომისია ხვალ დილიდანვე განაგრძობს ზარალის დათვლას“,- გვითხრა ლენტეხის მერმა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა „რეგიონულ კვირას“ მდინარე ლასკადურიის დამცავი ჯებირის დაზიანების შესახებაც განუცხადა.
„გვაქვს ახალი პრობლემა-10 წუთის წინ ლენტეხში, მდინარე ლასკადურას დამცავი ჯებირი ჩამოინგრა. ამ ეტაპისთვის წყლის რაოდენობა საკმაოდ დაბალია და მოსახლეობისთვის საშიშროებას მართალია არ წარმოადგენს, მაგრამ ავდრის შემთხვევაში პრობლემები შეიძლება შეგვექმნეს, ამიტომ ჩვენ ახლაამ მიმართულებითაც მოგვიწევს საჭირო ზომების მიღება“,- ამბობს ბადრი ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, რომ სტიქია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში დილით 5 საათზე დაიწყო და სოფლებს-ნანარს, ხოფურს,რცხმელურს, გვიმრალას ზერიოზული ზიანი მიაყენა.ადგილზე მთელი დღეა იმყოფებიან ადგილობრივი და სამხარეო ხელმძღვანელობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები