დმანისის მუნიციპალიტეტმა მაღალმთიანი სტატუსი მიიღო

დმანისმა და დმანისის რვა სოფელმა: ტნუსი, ქცია, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, მაშავერა, იაღუფლო, ვარდისუბანი, პანტიანი. ამ ცხრა დასახლების 5 460 ადგილობრივი მაცხოვრებელი, წინასწარი დათვლებით, 1,7 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა საშეღავათო პაკეტებით ისარგებლებს.

როგორც დმანისისა და წალკის მაჟრიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა „რეგიონულ კვირასთან“ განაცხადა, ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ თუმცა, საბოლოოდ, გაიმარჯვეს.

„დიდი ბრძოლა იყო, ძალიან ბევრი ადამიანი იყო წინააღმდეგი, რამდენიმე წელიწადი დაგვწირდა იმისათის, რომ ეს ბრძოლა მიგვეყვანა ბოლომდე. საბოლოოდ, ქალაქმა დმანისმა და 8 სოფელმა მიიღო მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი. ასე რომ გავიმარჯვეთ და ხალხისთვის სიკეთე მოვიტანეთ“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

კახაბერ ოქრიაშვილის ინიციატივა ძალაში შევიდა 2020 წლის 22 ივლისიდან. დმანისის მუნიციპალიტეტის ახლა უკვე უკლებრივ ყველა მოსახლეს შეუძლია მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირისთვის გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობა.
2020 წლის 9 ივნისიდან, „მაღალმთიანი“ დასახლების სტატუსი მიიღო ქალაქმა დმანისმა და დმანისის რვა სოფელმა: ტნუსი, ქცია, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, მაშავერა, იაღუფლო, ვარდისუბანი, პანტიანი. ამ ცხრა დასახლების 5 460 ადგილობრივი მაცხოვრებელი, წინასწარი დათვლებით, 1,7 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა საშეღავათო პაკეტებით ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები