კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 165 ნიმუშიდან კორონავირუსზე ყველა უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 165 ნიმუშიდან ყველა მათგანის ტესტირების პასუხი კოვიდ 19 – ზე უარყოფითია. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებთან დაადასტურა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში 3 საკარანტინე სივრცეში 101 მოქალაქე იმყოფება და თვითიზოლაციაში 15 პირი რჩება.

კახეთის რეგიონში დღემდე ლუგარის ცენტრში 9645 ნიმუშია გაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები