პროკურორი: შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში, ბრალდებულებს დაუმძიმდეთ ბრალდება
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორის, გიორგი ყაზარაშვილის განცხადებით, შესაძლებელია როგორც სრულწლოვან, ასევე არასრულწლოვან ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდეთ.
“საფრთხეს და არგუმენტებს რაც შეეხება, რეალურად იყო მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, და უშუალოდ ქმედებიდან გამომდინარე იყო სხვა რიგი მტკიცებულებათა რაოდენობა, რომლებიც იძლეოდნენ ამის საბაბს.
გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია ბრალდებულების მხრიდან თანამშრომლობა გამოძიებასთან.
ბრალი არცერთმა ბრალდებულმა არ აღიარა. ნაწილობრივ აღიარა ერთ-ერთმა ბრალდებულმა თუმცა, რაში გამოიხატება მისი ნაწილობრივ აღიარება ამაზე არ გვისაუბრია.
ყველა ბრალდებულის მიმართ ცალ-ცალკე იქნა დასაბუთებული აღკვეთი ღონისძიება.
რაც შეეხება განძრახ მკვლელობის ნაწილს, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს ექსპერტიზა, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდგომაც, უამრავი უამრავი საპროცესო მოქმედება ჩატარდა. ბრალდების დამძიმებას არ არის გამორიცხული როგორც არასრულწლოვნების ასევე სრულწლოვნების მიმართ. შესაძლებელია უახლოეს პერიოდში დაუმძიმდეთ ბრალდება ეს მოხდება მაშინ, როდესაც შეგროვდება საკმარისი მტკიცებულებები”,- განაცხადა ყაზარაშვილმა.