ბაჩალიაშვილის მამა და ოჯახის ადვოკატი საქმის მასალებს გაეცნენ

რუსთავში, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ოჯახის ადვოკატი საქმის მასალების გასაცნობად იმყოფებიან.

“მივდივარ იმ პირების დასახელებაზე, ვინც ძებნითი სამუშაოების დროს ურეკავდნენ მამას კომპიუტერთან დაკაშირებით და ეუბნებოდნენ, რომ შარშია მისი გოგო და პრობლემაა, ეუბნებოდნენ, რა საჭირო იყო აქციები. დასახელდებიან ეს ადამიანები, რომლებიც პოლიციის მაღალჩინოსნები არიან“, – განაცხადა ადვოკატმა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადებით, სამართალდამცველი, რომელიც მისი მიმართულებით მუქარის შემცველი ხასიათის საუბარს ახორციელებდა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, ასევე ბაჭულაშვილი იყო ის პირი, რომელმაც უთხრა მას, რომ თამარი “დიდ შარში იყო”.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები