ქუთაისში კორონავირუსი კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. შუა ხნის მამაკაცს რე ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა, რაც იმას ნიშნავს რომ მან ვირუსი დაამარცხა. როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკის მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე განუმარტავს, ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის ერთი პაციენტი რჩება, რომლის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. “კიდევ ერთმა აპციენტმა დაამარცხა კორონავირუსი. შუა ხნის მამაკაცი, ტრაილერის მძღოლი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაინფიცირდა. პაციენტმა კლინიკაში ორი კვირა დაყო და გუშინ განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა, რაც ნიშნავს იმას რომ მან ვირუსი დაამარცხა. კლინიკაში რჩება 61 წლის ქალბატონი, რომლის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტს პლევმონია აქვს და უტარდება შესაბამისი მკურნალობა”,- განაცხადა ნადირაძემ. ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურმა კლინიკამ ჯამში 52 პაციენტი გამოაჯანმრთელა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები