შაქარაშვილის საქმეზე დღეს დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.
აღნიშნულ სხდომაზე დაკავებული 11 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება.
aდგილზე შეკრებილი არიან გიორგი შაქარაშვილის მეგობრები და ბრალდებული პირების ოჯახის წევრები.
როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
“არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა, ვაპირებთ აღკვეთის ღონისძიების ცვლილებასთან დაკავშირებით შუდგომლობის დაყენებას, შევდივართ გირაოთი. არგუმენტები ის გახლავთ, რაც პირველ სასმართლო პროცესზე იყო, მაგრამ საზოგადოებრივი წნეხის და სხვადასხვა გარემოების გამო სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო და ვერ დაადასტურა თავისი ღირსეული თავისუფლება, ვფიქრობ, დღესაც იდენტური სიტუაცია იქნება. საქმის გარემოებები, ტომები გასქელდა, მაშინ 7 ტომი იყო, ახლა 22-მდე ვართ ასული”, – აცხადებს გიორგი ფოფხაძე.