რუსთავში მე-7 მიკრო რაიონში ხანძარია

რუსთავში მეშვიდე მიკრორაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე ხანძარია.როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, ცეცხლი სადენებს გაუჩნდა და რამდენიმე ბინაში ტექნიკა დააზიანა. ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის, უკვე ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები