ლენტეხში ძლიერმა სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხოფურში, მაზაში, ნანარსა და გვიმრალაში დილის 5 საათზე დაწყებულმა გრიგალმა და სეტყვამ სრულიად გაანადგურა ვენახები, ყანები, ბოსტნკბი, გზები, რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. Როგორც ადგილობრივები ამბობენ, სტიქია 25 წუთი გრძელდებოდა. Სოფლებს ამ დროისთვის, არ მიეწოდება ელექტროენერგია. Ადგილზე იმყოფებიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მხარის რწმუნებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები