მიხეილ რამიშვილი: როგორ გაიგო მედიამ რა თანხა დევს ბაჩალიაშვილის ანგარიშზე?

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილი პროგრამისტის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა პირადი ინფორმაციაა და ის მედიისთვის ცნობილი არ უნდა ყოფილიყო.

მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ თავად ადვოკატს ინფორმაცია გუშინდელ დღემდე, სანამ საქმის მასალებს გაეცნობოდა, არ ჰქონდა.

“წავიკითხე ის მოთხოვნები, რაც გაგზავნილია და თუ ისე გავიდა საგამოძიებო ორგანოებიდან, რომ ჩემამდე არ მოსულა და მე გუშინ გამაცნეს და გუშინ ვნახე ჩემი თვალით, მაშინ, აღარ დავასრულებ იმ სიტყვას, რა სიტყვაც ამას მოყვება, როდესაც მე ხვალ მივალ და იქ დამხვდებიან მთელი საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები და პასუხის გაცემა მოუწევთ, საიდან აღმოჩნდა ტელევიზიაში და გადაცემებში აღნიშნული ინფორმაცია”, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ ერთერთი მედიის საშუალებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ანგარიშზე “ასობით ათასი ლარი” აქვს.

შეგახსენებთ, რომ 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარის აღმოჩენის დროს, ავტომობოლი დაკეტილი იყო, ხოლო გასაღები ბაჩალიაშვილის პირად ნივთებთან ერთად სამართალდამცველებს შიგნით დახვდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები