შაქარაშვილის საქმეში რაგბისტების ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავში მაჟორიტარად კენჭისყრას აპირებს
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში რაგბისტების ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მაჟორიტარად კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ ადვოკატმა სოციალურ ქსელში დაწერა.
სტატუსში კობაიძემ რუსთაველებს მოუწოდა, რომ თუ ის რუსთავის მაჟორიტატი გახდება, ქალაქის პრობლემების მოსაგვარებლად პარლამენტში იბრძოლებს.
”რეგიონული კვირა” ადვოკატის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“მოკლედ ვიტყვი: ვაპირებ რუსთავის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატად ჩემი თავის წარდგენას. ვიცი ბევრს არ გაგიხარდებათ, მაგრამ ვისაც გაუხარდება ჩემი მაჟორიტარობა იქნება გარანტი, რომ რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება. ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ნებისმიერი პრობლემის/იდეის გაჟღერება.
მოკლედ არჩევანი თქვენზეა.
P.S. თუ არადა ვიაროთ ერთ წრეზე….”, – წერს კობაიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ცნობისთვის ალექსანდრე კობაიძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რაგბისტების – ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის უფლებადამცველია.