გარდაბანში კორონავირუსის 2ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გარდაბანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი არასრულწლოვანია.

მისივე თქმით, დღეს კიდევ 388 კვლევის პასუხს ელოდებიან.

ჯამში, გარდაბანში 46 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 28 სოფელ ყარაჯალარში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები