ქობულეთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე 35 წლის კაცი დაჭრეს. ახალგაზრდა კაცს ჭრილობა ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და დაჭრილი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

კონფლიქტის მიზეზებზე ოჯახის წევრები არ საუბრობენ. როგორც ცნობილია, დაჭრილი ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა ხაბაზის ძმაა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარში სავარაუდო ბრალდებული დაკავებული არ არის.

შემთხვევა წუხელ, დაახლოებით ღამის 2 საათზე მოხდა.

შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები