სამტრედიაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები გრძელდება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამტრედიის მერიის მხარდაჭერით და შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის სამედიცინო ცენტრის მიერ მოსახლეობას უფასო მრავალპროფილიანი სამედიცინო გამოკვლევები გრძელდება.
სამედიცინო გამოკვლევები “ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ექიმთა ჯგუფმა, ამჯერად ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარა. გამოკვლევების მიმდინარეობას დაესწრო და მოქალაქეებს გაესაუბრა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია.
მუნიციპლიტეტის მერმა აღნიშნული აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა სამედიცინო ცენტრ ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორს ირაკლი ლაღიძეს და მთლიანად მედ-პერსონალს. როგორც მერმა აღნიშნა, გამოკვლევების შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად დაეხმარება თითოეულ მოქალაქეს.
სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის დირექტორის ლელა ხურციძის განცხადებით, მსგავსი აქტივობები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.