ფრიდონ ფუტკარაძე მოიალაღეებს, უახლოეს დღეებში მთაში მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაპირდა

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მაწყვალთის მთაში იმყოფებოდა. საზაფხულო იალაღზე მაწყვალთის, კარაპეტის, ოლადაურისა და გუნდაურის სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

ფრიდონ ფუტკარაძე მოიალაღეებს, უახლოეს დღეებში მთაში მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ხოლო სამომავლოდ შიდა ელექტრო გადამცემი ქსელის კაპიტალურად მოწყობას დაჰპირდა. ადგილობრივები, როგორც ყველა მთაში აქაც სარგებლობენ უფასო მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამით, სამედიცინო მომსახურებას უწევენ თსპ ექთანი და ამბულატორიის ექიმი.

,,საზაფხულო იალაღებზე გასვლა ადგილობრივების საჭიროებების ადგილზე გაცნობას, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების, ტურიზმის, საგანმანათლებლო სფეროში არსებული სიახლეების გაცნობას ემსახურება. ვიმყოფებოდი ყველა მთაში, თუმცა სეზონის დასრულებამდე, მსგავსი ტიპის აუდიენცია მოიალაღეებთან კვლავ გაგრძელდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ადგილობრივებს მოახლოებული ,,შუამთობის“ სახალხო დღესაწაული მივულოცო, რომელიც უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და მთის ტრადიციების შენარჩუნებას ისახავს მიზნად“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

მერთან ერთად მაწყვალთის მთაში საკრებულოს წევრი გენად მიქელაძე და ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული ვახტანგ ფუტკარაძე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები