ქუთაისის კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექცირ კლინიკას დღეს კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განუცხადა. მისი თქმით, შუა ხნის მამაკაცს ლაბორატორიულ კვლევაზე, ორჯერ უარყოფითი პასუხი მოუვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა.
“მამაკაცი ტლაირელის მძღოლია,ის კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე პაციენტი ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა და მას კლინიკიდან დღეს გავწერთ”-ამბობს ნადირაძე.
ცნობისთვის,კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში “კორონავირუსით”ორი პაციენტი მკურნალობს.