არჩილ ჯაფარიძე: არავის მივცემთ უფლებას უხარისხოდ შეასრულოს სამუშაოები

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი დონაძესთან ერთად, ჭრებალოსა და ამბროლაურის N2 საჯარო სკოლებში სველი წერტილებისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

სამუშაოებს ასრულებს შპს”მშენებელი 2017 და  ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 166 242 ლარს შეადგენს; სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.

როგორც მხარის რწმუნებულმა აღნიშნა, სამუშაოებთან დაკავშირებით შემსრულებელს მიეცა მითითება, შესაბამის სამსახურებს კი დაევალა დროული რეაგირება ყველა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

„ პირადად გავეცანი საჯარო სკოლებში სამშენებლო სამუშაოების პროცესს, მშენებლობის პროცესში გამოვლენილია გარკვეული ხარვეზები, რომლის აღმოსაფხვრელად დრო მიეცა შემსრულებელს, არავის მივცემთ უფლებას უხარისხოდ შეასრულოს სამუშაოები, სასწავლო წლის დაწყებისას ჩვენს მოსწავლეებს უნდა დახვდეთ კომფორტული და უსაფრთხო გარემო, რათა მათ მიეცეთ ჯანსაღ გარემოში სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება”,- განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები