ჭიათურაში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა საბაგიროების მშენებლობა მოინახულა

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთნ ერთად, დღეს სამგზავრო საბაგიროებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

 ხელისუფლების წარმომადგენლები მიმდინარე პროცესებს გაეცვნენ და ფრანგული კომპანიების ,,ტექკაბელისა” და ,,პომას” სპეციალისტებს შეხვდნენ.საბაგიროების შენების პროცესში ფრანგი ინჟინრები და სპეციალისტები ჩაერთვნენ. ჭიათურაში მშენებარე საბაგირო გზის დასკვნითი ფაზისთვის სპეციალისტები პარიზიდან ჩამოვიდნენ.

„ პომას“ წარმომადგენლების თქმით, მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება. ამ დროისათვის დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და 2 მიმართულებით ბაგირის მონტაჟი, დაგეგმილია ოთხივე სადგურის ტესტირება და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა.

საბაგირო გზების სამშენებლო პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები