ნიკოლოზ ანთაძე გელათის სამონასტრო კომპლექსზე: დაზიანებულია სახურავის 16 პროცენტი, პრობლემის აღმოსაფრხველად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტში ხარვეზების შესასწავლად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სპეციალისტებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ.
ნიკოლოზ ანთიძის განაცხადებით დაზიანება ტაძრის სახურავის მხოლოდ 16%-ზეა რის აღმოსაფხვრელადაც სამუშაოები მიმდინარეობს.
“დაზიანებულია სახურავის 16 პროცენტი. პრობლემის აღმოსაფრხველად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კულტურული ძეგლების რესტავრაციის დროს მცირეოდენი ხარვეზები ჩვეულებრივი მოვლენაა, დაზიანებები აქამდეც აღნინიშნებოდა”,- განაცხადა ანთიძემ.
შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიმდინაროებს მეორე ეტპაზე შეტანილი კრამიტის კვლევა და ტაძარზე არსებული ხარვეზები გონივრულ ვადაში გამოსწორდება.
გელათის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2016 წელს დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები