ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ინვენტარიზაციის სამუშაოები გრძელდება
ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ინვენტარიზაციის სამუშაოები გრძელდება. დღეს მეტყევე-ტაქსატორებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი შეხვდა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
„სატყეო სექტორში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მომზადება. დარგის განვითარება დამოკიდებულია სწორედ ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებზე, რომლის ნაკლებობასაც სექტორი წლების განმავლობაში განიცდიდა, შესაბამისად სატყეო საქმის სპეციალისტების გადამზადება და დასაქმება ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე, გასული წლის მსგავსად, სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება“ – განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.
ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი განახორციელა.
ამ ეტაპზე 56 000 ჰა ფართობზე საველე სამუშაოებში, 26 ახალგაზრდა მეტყევეა დასაქმებული.