გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნეს, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლს კი, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის განმარტებით, კვალიფიკაციის დამატება გამოძიების მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯია.
“მუხლის კვალიფიკაციის დამატება ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია გამოძიების მხრიდან. რადგან ჩვენ მივიჩნიეთ რომ გამოძოების მასალებს დავეყრდნობოდით, ჩვენი ერთ-ერთი ვერსია თვითმკვლელობამდე მიყვანაზე დაკმაყოფილდა. იმ ფაქტთნ დაკავშირებით რომ მამას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი ესეც წინ გადადგმული ნაბინია იმისკენ რომ გამოძიება რეალურად ჩატარდეს. დასაწყისში გამოძიების მიმართ უნდობლობა იყო თუმცა რადგან ესე იკვეთება ეტაპობრივად ფაქტები მივიჩნევ რომ გამოძიება ნამდვილად ეფექტურად მუშაობს”, – განაცხადა კობა თამაზაშშვილმა.