გურიის რეგიონში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ეტლები გადაეცათ

გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბენეფიციარებს სახლში ესტუმრა და ეტლები გადასცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, რწმუნებული ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

აღნიშნული დახმარება საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მიერ გურიის რეგიონში მცხოვრებ 40 ბენეფიციარს გაეწია. სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში ზურაბ ნასარაია აცხადებს, რომ მსგავსი აქციები კვლავ გაგრძელება:
“განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის გურიის რეგიონში დარიგდა 40-მდე ეტლი. ასოციაცია ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისთვის” მხარდაჭერით მთლიანობაში 600-ზე მეტი ეტლია დარიგებული ბენეფიციარებისთვის. მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობით ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ მსგავს აქციებს და დახმარებას იმ ადამიანებისთვის, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა”, – განაცხადა ნასარაიამ.

2014 წლიდან – დღემდე რეგიონის მასშტაბით 700 – მდე ეტლი დარიგდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები