ქარელის სოფელ აფნისში საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება
ქარელის სოფელ აფნისში საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
როგორც მერიის ინფორამციაშია აღნიშნული, სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა.
“დასრულდა საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით და საფუძვლის ზედა ფენის მოწყობა ფრაქციული ღორღით, აგრეთვე ხელოვნური ნაგებობების მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები.სულ დაიგება 1,450 კმ. გზის საფარი”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს შპს “ერ ტე დე” ასრულებს.