ამბროლაურის სოფლებში აბარსა და ჟოშხაში წყალმომარაგების სისტემები წესრიგდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში აბარში და ჟოშხაში წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიიონულ კვირას” მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორამციით, სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ასლან საგანელიძესთან და მერის პირველ მოადგილეს გიორგი დონაძესთან ერთად გაეცნო.

სოფელ აბარში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს” ჯორჯიან პლასტიკი” ახორციელებს და პროექტის ღირებულება 148 512 ლარს შეადგენს.

სოფელ ჟოშხაში წყალსადენის მთავარი მაგისტრალის შეცვლაზე  შპს” ჯითი ჰოლდინგი” მუშაობს,
პროექტის ღირებულება 248 737 ლარია.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები