თელავში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისპირში, 56 ნომრიანი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც რუისპირისა და გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობაა დასაქმებული.
“ვილა გოდოლი”-ს მფლობელის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტულ კომპლექსში 75- 80 ადგილობრივის დასაქმება იგეგმება, რისთვისაც წლიური სახელფასო ფონდი 1 მლნ. ლარის ოდენობით განისაზღვრა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მსგავსი სახის ტურისტული ობიექტების მშენებლობა მნიშვნელოვანია, როგორც სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ისე ტირისტული მიმართულებით.

“ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ რუისპირში. ეს იქნება მაღალხარისხიანი სასტუმრო. რომლის საინვესტიციო ღირებულება 15 მლნ. ლარია. სესხის 11,5%-ი აწარმოე საქართველოს ფარგლებშია დაფინანსებული. ასეთი ობიექტები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, ობიექტის გახსნის შემდეგ, რა თქმა უნდა, აქცენტი გაკეთდება სოფელი რუისპირისა და გარშემო სოფლების მოსახლეობის დასაქმებაზე. ეს ადგილი ვითარდება, როგორც ტურისტული მიმართულების ახალი კლასტერი”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სასტუმროს მშენებლობა 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები