სოფელ მზეთამზეში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს, ჯამში, რკინა-ბეტონის გზის საფარი 800მ სიგრძის მონაკვეთზე დაიგება.

“ამჟამად ორ უბანში ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს, ხოლო ერთ უბანში გზის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა სანიაღვრეები და საცხოვრებელი სახლების შესასვლელი მონაკვეთები.
ბორჯომის მინიციპალიტეტისთვის ერთერთ პრიორიტეტული მიმართულება, საკურორტო ზონაში და მიმდებარე სოფლებში საგზაო იფრასტრუქტურის მოწესრიგება. რათ როგორც ადგილობრივებმა, ასევე დამსვენებლებმა შეეძლეონ კომფორტული გადაადგილება.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები