ქუთაისის ინფექციური, შესაძლოა, კოვიდისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვოს
ქუთაისის ინფექციური, შესაძლოა, კოვიდისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვოს, ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ განუცხადა. მისი თქმით, ერთერთ პაციენტს საკონტროლო ტესტზე უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ განმეორებითი კვლევის პასუხიც ნეგატიური იქნება, მაშინ ეს პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება და კლინიკას დატოვებს.
რაც შეეხება 61 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი გუშინ გამოუვლინდა, მისი კონტაქტებიდან გამოკვლეულ 29 პირს ინფიცირება არ დაუფიქსირდა.
ამ დროისთვის, კლინიკაში კოვიდინფიცირებული 3 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.
ცნობისთვის, იმერეთის მასშტაბით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 1 011 პაციენტი გამოიკვლის, მათგან “კოვიდ-19” არცერთს დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, იმერეთში კორონავირუსი ჯამში 60 პაციენტს დაუდასტურდა, 57-მა ვირუსი უკვე დაამარცხა.