მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს

მოვითხოვე, რომ მოხდეს მამამისის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, კვალიფიკაციის შეცვლა, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის სრულად არ გაცნობია საქმის მასალებს და ასევე მოითხოვა, რომ დღეს მთლიანი საქმე გადაეცეს.

“საქმე ჯერ ისევ 143-ე მუხლით არის აღძრული (თავისუფლების უკანონო აღკვეთის), ძალიან გასაკვირია. სასწრაფოდ მოვითხოვე, რომ უფლებამონაცვლედ ცნობილი იყოს მამამისი. მოვითხოვე, გამაცნონ ყველა ის მასალა, რაც საქმეშია. სხვადასხვა მასალას ელოდებიან სხვადასხვა მხარეებიდან, დაკითხვები მიმდინარეობს და დაუყოვნებლივ მოვითხოვე, რომ მოხდეს მამამისის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, კვალიფიკაციის შეცვლა და მოხდეს საქმის მასალის გაცნობა.

ჩემთვის, უკვე ძალიან საეჭვოა, რადგან, მოგეხსენებათ, შაქარაშვილის საქმეზე ბიძამისს ჰქონდა საშუალება მეორე დღესვე ჩართულიყო და შემხებლობა ჰქონოდა და ინტენსიური ურთიერთობა მაღალ თანამდებობის პირებთან და ვნახავ, ხვალ რისი საშუალება მექნება”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები