საგარეჯოს მერმა სტიქიით დაზარალებული კაზლარი და თულარი მოინახულა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ერბოწონაშვილმა სოფელ კაზლარსა და თულარში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთები მოინახულა და  ადგილობრივებს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღიანი ძლიერი წვიმის შედეგად, აღნიშნულ სოფლებში გზები მნიშვნელოვნად დაზიანდა, რამაც მოსახლეობის გადაადგილება შეაფერხა. ამ ეტაპზე, აღდგენითი სამუშაოების დაწყება ატალახებული ნიადაგის გამო, ტექნიკურად შეუძლებელია. ამინდის გამოსწორებისა და გრუნტის ზედაპირის გამოშრობისთანავე პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაიწყება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები