თელავის მერია პედაგოგების აჭარაში გამგზავრებაზე პოლიტიკური სარჩულის არსებობას უარყოფს

თელავის მერია პედაგოგების აჭარაში გამგზავრების ფაქტზე პოლიტიკური სარჩულის არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფიქრია ყურშიტაშვილი, მედიაში გაჟღერებულ ოპოზიციის მოსაზრებას,  რომ მერია პედაგოგებს წინა საარჩევნო კამპანიისთვის, სხვადასხვა მანიპულაციების განხორციელებისთვის ამზადებს და გეოლოგიურ-სამძებრო ბანაკში მათ ამ მიზნით გზავნის, აბსურდულს და სასაცილოს უწოდებს.
„ამ პროექტისთვის პოლიტიკური სარჩულის დადება, ეს უბრალოდ სასაცილოა, იმიტომ, რომ ამ თვალსაზრისით ცვენ თუ მივუდგებით საარჩევნო ფორმატში მერიის მიერ განხორცილებულ ამა ტუ იმ ღონისძიებას, ნებისმიერ ღონისძიებაზე შეიზლება დაგვაბრალონ, რომ ამას ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ, რომ მადლიერი ამომრჩეველი გვყავდეს. ეს არის სასაცილო, იმიტომ რომ მასინ გამოდის, საარჩევნო წელს არაფერი არ უნდა ვაკეთოთ“- განაცხადა ფიქრია ყურშიტაშვილმა.
მერიაში აცხადებენ, რომ გეოლოგიურ- სამძებრო ბანაკი საგანმანათლებლო ხასიათისაა და ის აქამდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის იყო გათვლილი, წელს კი აჭარაში ცოდნის გაღრმავებისთვის და არქეოლგიურ სამუშაოებში მონაწილეობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგები გაემგზავრებიან.
„აქამდე აღნისნულ პროექტში მონაწილეობდნენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, ეხლა კი ჩვენ ჩავიფიქრეთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, აჭარის კულტურის და შესაბამისი სამუზეუმო ქსელის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც არიან ჩვენი პროექტის მასპინძლები, რომ ის საგანმანათლებლო პლატფორმა, რაც აქამდე მოსწავლეებისთვის იყო გათვლილი, ზიარებოდნენ პედაგოგები, რომ მასწავლებელმა იცოდეს, თუ სად იყო მისი მოსწავლე და რა ცოდნა შეიძინეს მათ . ამით შევიდა სიახლე ამ პროეტში“,- აღნიშნა ყურშიტაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული პროექტი ჯამში, 35 ადამიანზეა გათვლილი და ადგილობირივი ბიუჯეტიდან 32 000 ლარით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები