ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის ინტერნეტიზაცია იწყება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტერნეტიზაციის დაწყების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ეს ის გამოწვევაა, რომლის საჭიროება პანდემიამ ნათლად დაგვანახა.
“მოხდება მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება, ეს არის კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი, ეს არის თითოეულ ქართულ სოფელში, უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების ამოცანა ხდება იმისთვის, რომ ფერმერებმა ნორმალურად იმუშავონ, იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა ნორმალურად მიიღონ განათლება. ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, როგორიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლამდე”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები