ქუთაისში „ზაფხულის საღამოების “ ფარგლებში, ტრადიციული ღონისძიებები ხვალიდან დაიწყება

ქუთაისის მერია „ზაფხულის საღამოების “ ფარგლებში ტრადიციულ ღონისძიებებს 24 ივლისიდან დაიწყებს.
პროექტის ფარგლებში 24 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისში სხვადასხვა უბანში ღია ცის ქვეშ გაიმართება კონცერტები, ასევე კინო და თეატრალური ჩვენებები. გახსნის ცერემონიას „ოჩოს ქოხი“ – ავანგარდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახლად რეაბილიტირებული სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს.
25 ივლისი – 13:00 საათზე „სიმონ არველაძის 100 წლის იუბილე“ აღინიშნება ბოტანიკური ბაღში. ასევე ბოტანიკურ ბაღშია დაგეგმილი სპეწტაკლი “მონატრებიდან მარადისობამდე“ და „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ , რომლებიც 26-27 ივლისს 16:00 საათზე დაიწყება.
ქუთაისელი შემსრულებლების კონცერტი, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი ჩატარდება. 28 ივლისი – 18:00 საათი, ჯგუფი Time, ქეთი თურქაძე, Dj ZAPA . 29 ივლისი 18:00 საათზე, გიორგი ტაბატაძის ბენდი, როკ-ჯგუფი „ანარეკლი“ . 30 ივლისი – 18:00 საათზე, ინდირა ჯგერენაია, ლაშა დადეშქელიანი და მიხეილ რობაქიძე Dj სეტი.
კინოკვირეული „ ქუთაისი და ქუთათურები ქართულ კინოში“ მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი.
27 ივლისი – 20:00 გახსნა ვასილ ამაშუკელი – „აკაკის მოგზაურობა რაჭა- ლეჩხუმში“.
28 ივლისი – 21:00 „ რეკორდი 40 წლის შემდეგ“ გოვენ ჭეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩვენება.
29 ივლისი – 21:00 ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ -„ იპოლიტე ხვიჩია“ „ფეოლა“ სცენარის ავტორი – რეზო გაბრიაძე; რეჟისორი ბაადურ წულაძე „ბურთი და მოედანი“ სცენარის ავტორი – სულიკო ჟღენტი რეჟისორი გუგული მგელაძე.
30 ივლისი – 21:00 ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ – „ოტია იოსელიანი“ 90 წლის იუბილე. 31 ივლისი – 21:00 „ჩემი მეგობარი ნოდარი“ 3 აგვისტო – 21:00 „პიერი მილიციის თანამშრომელი“.
4 აგვისტო – 21:00 “ მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი “

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები