განათლების მინისტრის მოადგილე თედოწმინდისა და პატარა მეჯვრისხევის სკოლების სამშენებლო პროცესს გაეცნო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გორის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. ეკატერინე დგებუაძე, გორის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ნანა ტერმაკოზაშვილთან ერთად, ეთნიკური უმცირესობით დასახლებული სოფლის – თედოწმინდისა და საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლის – პატარა მეჯვრისხევის სკოლების სამშენებლო პროცესს გაეცნო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ასევე, გორის #6 და დიდი მეჯვრისხევის საჯარო სკოლის შენობები.

2019 წელს გორის #6 საჯარო სკოლაში ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ რეაბილიტირდა სველი წერტილები და სპორტული დარბაზი. რაც შეეხება დიდი მეჯვრისხევის საჯარო სკოლის შენობას, საჭიროებს კაპიტალურ რემონტს. ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, აუცილებლად მოხდება აღნიშნული საკითხის განხილვა.

სკოლის მშენებლობას თედოწმინდაში მილიონ ლარზე მეტი, პატარა მეჯვრისხევში კი ორ მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები