მიხეილ რამიშვილი იმედოვნებს რომ გამოძიება ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ, რომლითაც შსს-ს მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირებულობა დაავალა, ოჯახის ადვოკატი იმედოვნებს რომ გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
„თუ პრემიერმა მოითხოვა, ვალდებულება იქონიონ და გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი გასცეს. ვიმედოვნებ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.