გორის მუნიციპალიტეტი ახალი ელექტრონული სერვისების სისტემით ისარგებლებს

გორის მუნიციპალიტეტი მალე ახალი ელექტრონული სერვისების სისტემით ისარგებლებს. გორის მერიის თანამშრომლებს პროგრამის მუშაობის სპეციფიკას ირმა სეხნიაშვილი გააცნობს. ბიზნეს-ანალიტიკოსმა ტრენინგ-სემინარებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები დღეს გორის მერთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. მან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

პროგრამა პროექტის ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება’’ ფარგლებში ინერგება. ის მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს მუნიციპალიტეტისგან ერთი ფანჯრის პრინციპით, ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ახალი ელექტრონული პლატფორმის შექმნა მიზნად ისახავს მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნის გზით, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭირვალობის გაზრდას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები