“თითოეულ ჩვენგანს გვაქვს სათქმელი – რა გაგვიკეთებია და რა გვინდა შევთავაზოთ მოსახლეობას”- სოზარ სუბარი

“ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „ღია ეთერში“ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს სათქმელი – რა გაგვიკეთებია და რა გვინდა შევთავაზოთ მოსახლეობას. როცა თბილისზე ვლაპარაკობთ, არ გავიხსენებ იმას, რომ მე თითქმის 20 წელი ვცხოვრობდი სამგორში და კარგად ვიცნობ იქაურობას, მე კარგად ვიცნობ მთელ საქართველოს. თბილისი ზოგადად სხვა კუთხეებისგან არა მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ არის ადმინისტრაციული ცენტრი, მენტალურადაც თბილისი მთელ საქართველოს აერთიანებს და ცნობიერება სხვა არის. ხალხი უყურებს რა შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვისაც მათ უნდა მისცენ ხმა, ქვეყნისთვის ან რა გაუკეთებიათ. ამ მხრივ გუნდი, რომელიც იქნა შერჩეული და მეც მათ შორის ვარ, გვეთქმის სათქმელი. არ მინდა ცოტა ხმამაღლა ვილაპარაკო საკუთარ თავზე, არ არის ლამაზი, მაგრამ შემიძლია საქმეები ჩამოვთვალო რაც გაგვიკეთებია თითოეულ ჩვენგანს და რაც გამიკეთებია მე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გადაცემის მსვლელობისას სამგორის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატმა ის საკითხებიც განმარტა, თუ რატომ უნდა დაუჭიროს მოსახლეობამ მხარი “ ქართულ ოცნებას”.

“ყველა არჩევნებს ვიგებთ დამაჯერებლად და ყოველგვარი ძალადობისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე. რატომ? იმიტომ რომ ხალხი გვენდობა. იმიტომ რომ ხალხი ხედავს განსხვავებას და იმიტომ რომ ხალხს სჯერა ჩვენი გაკეთებული საქმეების“, – განაცხდა სუბარმა.

მისი თქმით, მთავრობის წარმატებებს შორის კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა, ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეული პროგრესია. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დანაშაულის აღმოფხვრის სფეროში, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის სტატისტიკასთან შედარება ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები