თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ოჯახში გადაასვენეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში, ქვემო ფონიჭალაში ამ წუთებში, გადაასვენეს. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, არსებული ინფორმაციით, შეუძლოდ თამარის დედა გახდა.
ცხედრის გადმოსვენებას ოჯახთან ერთად,  სახლთან შეკრებილი ოჯახის ახლობლები და მეზობლები ელოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში საკუთარი ავტომობილის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები