“ორი დღით ადრე აფთიაქში უყიდია წნევის წამალი და დამამშვიდებელი” – ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობელი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის ბიუროდან გადმოსვენებას ამ დრომდე, ქვემო ფონიჭალაში შეკრებილი ოჯახის ახლობლები და მეზობლები ელოდებიან. რა გახდა ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ გახდება ცნობილი, მანამდე, კი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია არსებობს.
თამარ ბაჩალიაშვილის მეზობელი, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა, “რეგიონულ კვირას” ეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, თამარმა გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე აფთიაქში გარკვეული მედიკამენტები შეიძინა და შესაძლოა ეს სწორედ ის მედიკამენტები იყოს, რომელიც ცხედრის აღმოჩენისას მანქანაში იპოვეს.

“გაუჩინარებამდე ორი-სამი დღით ადრე აფთიაქში იყიდა წამლები, სავარაუდოდ ეს წნევის წამალი და დამამშვიდებელია, რომელიც აღმოჩენილია მის მანქანაში. როგორც ვიცი, ჯანმრთელობის პრობლემა თამარს არ ჰქონია”,- ამბობს მეზობელი.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში საკუთარი ავტომობილის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები