ქუთაისის მერიამ ორ ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცა

ქუთაისის მერიის გადაუდებელი რეაგირების პროგრამის ფარგლებში ორ ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცა. ქუთაისის მერიის გადაუდებელი რეაგირების პროგრამა კრიზისში მყოფი მოწყვლადი ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს. პროგრამა სიღარიბის დასაძლევად გრძელვადიან მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში შექმნილი გადაუდებელი რეაგირების ჯგუფი აერთიანებს ქუთაისში მოქმედ სამთავრობო უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამჯერად ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა იმერეთის განვითარების ცენტრთან ერთად ორ ოჯახს მაცივარი გადასცა. ტექნიკა იმერეთის განვითარების ცენტრმა „World Vision საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები